ქიმიის 53-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა დაიწყო
ქიმიის 53-ე სასწავლო საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები იასპარეზებენ. წელს ოლიმპიადა იაპონიაში გაიმართება. მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის ტურები დისტანციურად გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.
წერითი ტური 28 ივლისს, თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყო. აღნიშნულ ტურს ქართველი მოსწავლეები, აგრარული უნივერსიტეტიდან დაესწრენ, სადაც საგამოცდო ოთახი, ICHO-2021-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკითა და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა. გარდა ამისა, მაქსიმალურად დაცული იყო პანდემიის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით. მათი მიზანია აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.