შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქიმიის 55- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა

8 და 9  მაისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, გაიმართა 2023 წლის ქიმიის  55-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (ICHO 2023) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 20-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 16-25 ივლისს, ციურიხი- შვეიცარიაში ჩატარდება.