შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რეგიონალურ მეცნიერთა საბჭოს რიგით მე-4 სხდომა

2 აპრილს გაიმართა რეგიონალურ მეცნიერთა საბჭოს რიგით მე-4 სხდომა, რომელიც დაეთმო კავკასიის  და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კოვიდ პანდემიის მიმდინარეობას და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მიერ ახალი მეცნიერულ-კველევით მიდგომების განხილვას პანდემიასთან მიმართებაში. საქართველოს მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცის წევრია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.  აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, რომელმაც უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული პროცესებიმიმოიხილა  საკითხები რეინფიცირებისა და შტამების შესახებ და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. მხარეები შეთანხმდნენ ახლო მომავალში ერთობლივი ღონისძიბებისა  და პროექტების განხორცილების თაობაზე.

აღნიშნული საბჭო შეიქმნა 2020 წლის 9 ოქტომბერს, ყაზახეთის სამეცნიერო ფონდისა და საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) მხარდაჭერით, რომლის მიზანია  კორონავირუსით გამოწვეული ფართომასშტაბიანი პრობლემის გარშემო რეგიონის ქვეყნებს შორის(აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი) ინფორმაციის გაზიარება , ახალი მიდგომების შემუშავება და ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვა.