შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

6 ივნისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა რიგით მესამე მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი -2019-ის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებზე, ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე და დაგეგმილ აქტივობებზე, ყურადღება გაამახვილა იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც ფესტივალის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების შერჩევა მოხდება, - პროექტის საერთაშორისო მასშტაბი, ინოვაციების, გამოყენებითი კვლევების წარმოჩენა, ღონისძიება უნდა იყოს მოზარდებზე, მოსწავლეებზე ორიენტირებული. ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების მიერ უნდა გამოიკვეთოს პრიორიტეტული ღონისძიებები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვან ასპექტებზე, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ აქტივობებზე, რომელთაც გამოთქვეს სურვილი ოთხივე მიმართულებით ჩაერთონ მასშტაბურ ღონისძიებაში, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების, საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები. სხდომა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში, ინსტიტუციების წრმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.