შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველი-DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის  გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო  ცერემონია გაიმართა.

ღონისძებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა  და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ჯობავამ.

2023 წლის რუსთაველი-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 25 ქართველმა მეცნიერმა მოიპოვა დაფინანსება გერმანიის უმაღლესი განათლების  დაწესებულებებსა და კვლევით ცენტრებში სამეცნიერო და კვლევითი მოღვაწეობის გასაგრძელებლად.