რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი „დოქტორანტებისთვის კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის“ შედეგები
პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებს ესტუმრონ მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევით ცენტრს გამოცდილების მისაღებად და წარმართონ სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული უახლესი, მაღალი დონის კვლევები როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში ფონდში დარეგისტრირდა 1 განაცხადი. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეს განაცხადი აკმაყოფილებდა პროგრამის პირობებს. შესაბამისად, შემოსული განაცხადი(მოთხოვნილი დოკუმენტაციის პაკეტი) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრს.
იულიხის კვლევითმა ცენტრმა დასაფინანსებლად დაამტკიცა წარდგენილი განაცხადი.