შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდი ISTC-ის და STCU -ს მმართველი საბჭოების სხდომაში მონაწილეობს

19-21 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია მონაწილეობ სომხეთში გამართულ ISTC-ის (საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის) და STCU -ს  (უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის) მმართველი  საბჭოების   სხდომებში , რომლებზეც   განიხილავენ ორგანიზაციების მიმდინარე და სამომავლო აქტივობებს,  პროექტებს და  ინიციატივებს, უახლოესი წლების  სტრატეგიასა და   პროექტების დაფინანსების საკითხებს.   რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ  წარადგინა პრეზენტაცია ფონდის  მრავალმხრივი საქმიანობის  შესახებ, ისაუბრა  მის პრიორიტეტებზე, კონკურსებსა და პროგრამებზე, მათი დაფინანსების მოდელზე, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციაზე- ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო პროგრამებზე, ევროპულ სამეცნიერო სივრცეში აქტიურ  ინტეგრაციაზე- გაწევრიანება EURAXESS-ში, EuroScience -ში, ურთიერთობის  ახალი ეტაპი  ESF-თან და სხვა საერთაშორისო   ორგანიზაციებთან, ამ მიმართულებით დაგეგმილ  ფონდის სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო  პროექტებზე.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. საქართველო ISTC-ს 1994 წელს შეუერთდა. ISTC წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რომლის მიერ დაფინანსდა 160-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 32 მილიონი აშშ დოლარამდე.

საქართველო უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) წევრი  1998 წელს გახდა.  რუსთაველის ფონდი  და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი - STCU ერთობლივ საგრანტო  კონკურსს ატარებენ მათ შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში.