შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდი ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე - მასშტაბური თანამშრომლობა ESF- თან და წამყვან ევროპულ ორგანიზაცია EuroScience-ში გაწევრიანება

9 სექტემბერს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროში გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის    მიხეილ ბატიაშვილის და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური   დირექტორის, ზვიად გაბისონიას ბრიფინგი.  მიხეილ  ბატიაშვილმა  განაცხადა: დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია, -  საქართველო გახდა  EuroScience -ის სრულფასოვანი წევრი, რის შედეგადაც  მეტ ქართველ მეცნიერს, სამეცნიერო - კვლევით  ინსტიტუტს მიეცემა შესაძლებლობა  ითანამშრომლოს ევროკავშირის ინსტიტუციებთან,   რაც საქართველოს აღიარებაა.  ერთი წლის განმავლობაში  რუსთაველის სამეცნიერო ფონდში გადაიდგა მნიშვნელოვანი  ნაბიჯები, რამაც  განაპირობა  ქართული მეცნიერების მაქსიმალური ინტეგრაცია ევროკავშირთან;  ასევე სტრასბურგში,  რუსთაველის ფონდსა და   ESF-ს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  რუსთაველის ფონდში  შემოდგომიდან შემოდის ევროპის  სამეცნიერო ფონდი, ხდება ჩვენი დამხმარე  კვლევების  შეფასების    ევროპული  სტანდარტების გაზიარების  მიზნით. 

 

სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ზვიად   გაბისონიამ აღნიშნა, რომ   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროპულ სამეცნიერი ინსტიტუციებთან - ESF-სა  და EuroScience -თან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს  ქართული მეცნიერების  ევროპულ  სამეცნიერო სივრცეში მჭიდრო ინტეგრაციისთვის,  მეცნიერების მენეჯმენტის წარმატებული განვითარებისთვის.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ევროპულ სამეცნიერო ფონდს (ESF) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფუნდამენტურ, გამოყენებით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი პროექტების ექსპერტიზაში მხარდაჭერას, შეფასების პანელური სისტემის დანერგვას.  აღნიშნულ მემორანდუმს ხელი სტრასბურგში განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული სამეცნიერო ფონდის  (ESF) აღმასრულებელ დირექტორთან  ნიკოლას ვოლტერმა მოაწერეს.

 

ევროპული სამეცნიერო ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ევროპაში უმაღლესი ხარისხის მეცნიერებას და კვლევებისა და ინოვაციების პროგრესს. მისი საქმიანობა ორიენტირებულია აამაღლოს მეცნიერებისა და მეცნიერებასთან დაკავშირებული აქტივობების ხარისხი და ეფექტიანობა.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ასევე Euroscience-ის ორგანიზაციის კორპორატიული წევრი გახდა. EuroScience-ის სამეცნიერო ქსელის წევრობა ხელს შეუწყობს   ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში, ქართველი მეცნიერების საერთაშორისო კონტაქტების გააქტიურებას, მათი ნაშრომების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენასა და პუბლიკაციას, Euroscience-ის სამეცნიერო ელექტრონულ ქსელთან  წვდომას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციის  სტრასბურგში ვიზტის ფარგლებში, ზვიად გაბისოანიამ Euroscience -ის გენერალურ მდივან მათიას გიროდთან შეხვედრის დროს ორ ორგანიზაციას შორის სამეცნიერო სფეროში აქტიურ   თანამშრომლობის დეტალები განიხილა.

 

EuroScience-ი წარმოადგენს ევროპელ მკვლევართა არაკომერციულ ასოციაციას, რომელიც ორიენტირებულია მეცნიერების პოპულარიზაციასა, ევროპულ დონეზე სამეცნიერო კომუნიკაციებისა და თანამშრომლობის წახალისებაზე.