შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის პრეზიდენტს შეხვდა

 

  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი  ჯაბა სამუშია  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD - ის   პრეზიდენტს, პროფესორ  ჯოიბრატო  მუხერჯის  და ამავე ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, გებჰარდ როილს შეხვდა.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD -ის ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას,  სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების გზებსა  და პრიორიტებებს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სხვადასხვა სქემების შემუშავებასა და განხორციელებაზე. შეხვედრაში მონაწილეობდა  ფონდის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის  უფროსი, რუსუდან ჯობავა.