შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში

13 დეკემბერს,  შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს და დაათვალიერა ინსტიტუტში არსებული უნიკალური საარქივო მასალა. შეხვედრის მონაწილეებს ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა მიმართა.

ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საქართველოს მეცნიერების  განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე,  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ  დაგეგმილ სიახლეებზე, ახალ პროგრამებსა და კონკურსებზე.

აღინიშნა, რომ ქართველოლოგიური მიმართულების განვითარება,  საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ მიმართული სამეცნიერო  პროექტების მხარდაჭერა და  მათი   საერთაშორისო  საზოგადოებისთვის გაცნობა    ფონდისთვის  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრიორიტეტია; ზვიად გაბისონიამ  ინსტიტუტის თანამშრომლებს მიულოცა ფონდის ისტორიაში პირველად გამოცხადებულ  ახალ  მიზნობრივ კონკურსებში -ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტებისა და  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევებისა და საგამომცემლო გრანტების კონკურსებში გამარჯვება. 

ფონდის გენერალურმა დირექტორმა  ისაუბრა   საქართველოს  EURAXESS-ში გაწევრიანების      მნიშვნელობაზე  - ახალი შესაძლებლობებსა და სერვისებზე საქართველოს მეცნიერებისთვის.

დასასრულს,  ზვიად გაბისონიამ შეხვედრის მონაწილე ცნობილი მეცნიერების კითხვებს უპასუხა, მოისმინა მათი თვალსაზრისი და წინადადებები მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე.