შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახალციხეში კონფერენცია გაიმართა

29 ივნისს,  ახალციხის ციხის ციტადელში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით დაფინანსებული პროექტის  „ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე“ ფარგლებში,   გაიმართა კონფერენცია "ქართული კოლექციები სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში" და მოეწყო ფოტოგამოფენა "უცნობი სამცხე-ჯავახეთი" (ფოტოკოლექცია პეტრე დიდის სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმიდან (კუნსტკამერა, სანკტ-პეტერბურგი)). პროექტის ფარგლებში ჩატარებული   ღონისძიების ორგანიზატორი  - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი -  ინგა (კლარა) ქარაია. ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.