შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა აფხაზური ენის ელექტრონული სწავლების კურსი

 

სახელმწიფო ენის 2021–2030 წლების სტრატეგიის ფარგლებში,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ სამეცნიერო კვლევით საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტის შედეგად  შეიქმნა აფხაზური ენის ელექტრონული სწავლების კურსი (A1 დონე). ახალი ონლაინ პლატფორმა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად და მათთვის სასურველ დროს, შეისწავლონ აფხაზური ენის საფუძვლები.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას და ფარავს საწყისი კომუნიკაციისთვის საჭირო თემებს. მრავალფეროვანი სავარჯიშოები ხელს უწყობს კითხვის, წერისა და მოსმენის უნარების განვითარებას.

ინიციატივა მიზნად ისახავს აფხაზური ენის პოპულარიზაციასა და მის ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო ენის სტრატეგიის ამოცანების განხორციელების მიმართულებით.

აფხაზური ენის ელექტრონული სწავლების კურსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .