შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა Horizon 2020 ის პროექტ "Caliper" - ის ფარგლებში

6 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა პროექტის „CALIPER მეცნიერებისა და ინოვაციის დაკავშირება გენდერული თანასწორობისათვის“  ფარგლებში მესამე  სამუშაო შეხვედრა ჩაატარა დაინტერესებულ მხარეებთან.  სადაც პროექტში ჩართულმა სამუშაო ჯგუფმა  წარმოადგინა  გენდერული თანასწორობის დამტკიცებული გეგმა და მასთან  დაკავშირებული კონკრეტულ ღონისძიებები, ასევე კოლაბორაციული  აქტივობები ინსტიტუციური კომუნიკაციისა და სამეცნიერო მიმართულებით. ისაუბრეს აკადემიურ სივრცეში გენდერული პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ.  აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეთა შორის აზრთა გაზიარებამ კიდევ ერთხელ მოგვცა საშუალება  GEP-ის   განხორციელების  პროცესში ფონდს მიეღო   მოსაზრებები  დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებზე.    

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთობლივად დაგეგმეს სამომავლო აქტივობები და ღონისძიებები. მზადყოფნა გამოსთქვეს მათში აქტიურ მონაწილეობაზე.