შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი გერმანიასა და ავსტრიაში

16-20 მაისს მიმდინარეობს სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის Twinning პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციის, სტრატეგიული ხედვისა და მოსაზრებების გაცვლის, ევროკავშირის ინსტრუმენტებსა და აქტივობებში მეტი ჩართულობის მიზნით; პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების მონაწილეები ასევე განიხილავენ პროექტის კომპონენტების განხორციელების მიმდინარეობას. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან ღონისძიებებში მონაწილეობენ ფონდის გენერალური დირექტორი, პროექტის ლიდერი ბენეფიციარი ორგანიზაციიდან ჯაბა სამუშია, პროექტის 4 კომპონენტის ლიდერები, ფონდის სხვა წარმომადგენლები.

16-17 მაისს, პროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრები გერმანიის DLR პროექტის მართვის სააგენტოში თემაზე „სტრუქტურა და ამოცანები - გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურ სამინისტროსთან მიმართებაში“, ვიდეოკონფერენცია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურ სამინისტროსთან, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროექტების დაფინანსება - კონკურსები, საპროექტო წინადადებების შეფასება, შერჩევა, გადაწყვეტილების მიღება და პროექტების მართვა; მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია - რუსთაველის სამეცნიერო ფონდის, გერმანიის DRL პროექტის მართვის სააგენტოს პრეზენტაციები, სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა, პროგრამების შეფასება. ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან, ეროვნული საკონტაქტო ცენტრების საქმიანობა, სამეცნიერო კომუნიკაციის პოლიტიკა და საუკეთესო გამოცდილება, ფონდების მოზიდვა.

პროგრამის ფარგლებში გამართულ აქტივობებში მონაწილეობენ პროექტის 4 კომპონენტის ლიდერები - რუსთაველის ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გაბიტაშვილი, ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რუსუდან ჯობავა, მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსი მაკა ქაჯაია, სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ბეციაშვილი, ასევე პროექტის საკონტაქტო პირი- საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის სამსახურის სპეციალისტი ლევან ტლაშაძე, ფონდის თანამშრომლები: გიორგი წოწორია, ეკა მიქაუტაძე, მირანდა თედეშვილი.