შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის წარმომადგენლების შეხვედრები ავსტრიასა და გერმანიაში Twinning - ის ფარგლებში

ევროკავშირის Twinning პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაო ვიზიტისას, 19-20 მაისს ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, ფონდის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები ავსტრიის კვლევების მხარდაჭერის სააგენტოში, გაეცნენ სააგენტოს საქმიანობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მის სტრუქტურასა და ამოცანებს, პრიორიტეტებს, ფონდის მიერ მხარდაჭერილ ევროკავშირის დაფინანსებულ პროგრამებს, გამოყენებითი კვლევების კონკურსების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს, მონიტორინგისა და სამეცნიერო პროექტების შემდგომი რეალიზების სისტემას, ეროვნული საკონტაქტო ცენტრების საქმიანობას, ასევე სააგენტოს ურთიერთობას უნივერსიტეტების საგრანტო ოფისებთან, ევროპის მეწარმეთა ქსელსა და Horizon Europe-ის საკონტაქტო ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.

ავსტრიის სამეცნიერო ფონდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდის საქმიანობას და ორგანიზაციულ სტრუქტურას, მის საერთაშორისო აქტივობებსა და პროგრამებს, პროექტების შეფასების და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე გაიმართა დისკუსია, „მრგვალი მაგიდა“ მეცნიერების პოლიტიკის საკითხებზე ფონდის ვიცე პრეზიდენტის, გერლინდ მაუთნერისა და აღმასრულებელი ვიცე - პრეზიდენტის, ურსულა იაკუბეკის მონაწილეობით, რომელზეც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ღია მეცნიერების და ღია მონაცემების სისტემის დანერგვა, მეცნიერების მთლიანობის მხარდაჭერა ავსტრიაში.

ამავე პროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრები გერმანიის DRL პროექტის მართვის სააგენტოში თემაზე „სტრუქტურა და ამოცანები - გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურ სამინისტროსთან მიმართებაში“, ვიდეოკონფერენცია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურ სამინისტროსთან, გაიმართა - რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის DRL პროექტის მართვის სააგენტოს პრეზენტაციები.

პროგრამის განხორციელებაზე გერმანიისა და ავსტრიის მხრიდან პასუხისმგებელი პირები - პროექტ Twinning-ის მოკლევადიანი საერთაშორისო ექსპერტები - კირსტენ კიენზლერი (პროექტის უმცროსი ლიდერი, DRL პროექტების მართვის სააგენტო), ანდრეა ჰოიგლინგერი (ექსპერტი, ავსტრიის კვლევების მხარდაჭერის სააგენტო), ემანუელ გლენკი (ექსპერტი, ავსტრიის კვლევების მხარდაჭერის სააგენტო), რეინჰარდ ბელოცკი (მე-3 კომპონენტის ლიდერი, ავსტრიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი).