შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდმა მე-10 სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა

 

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში  მიიღო მონაწილეობა. რუსთაველის  ფონდი პიკნიკზე სხვადასხვა   აქტივობებით იყო  წარმოდგენილი: შედგა რუსთაველის  ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმების „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“,  „მუჰაჯირების გზა“ ჩვენება, გაიმართა  ფონდის  სახელმწიფო საგრანტო კონკურსების შედეგად გამოცემული წიგნების გამოფენა, პიკნიკის მონაწილეებს დაურიგდათ  ფონდის საინფორმაციო-საიმიჯო მასალები.

მე-10 სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია,  მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისათვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა. სამეცნიერო პიკნიკი პირველად 2012 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა.