რუსთაველის ფონდმა მე-11 სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა
28 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა მე-11 სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამეცნიერო პიკნიკზე სხვადასხვა აქტივობებით იყო წარმოდგენილი: გაიმართა ფონდის სახელმწიფო საგრანტო კონკურსების შედეგად გამოცემული წიგნების გამოფენა, ღონისძიების მონაწილეებისთვის ჩატარდა სამეცნიერო თემატიკის ინტერაქტიული შემეცნებითი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური პრიზებით. პიკნიკის მონაწილეებს დაურიგდათ ფონდის საინფორმაციო-საიმიჯო მასალა. სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია; პიკნიკი პირველად 2012 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა.