შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდმა მე-9 სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-9 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მის მონაწილეებს და სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი მიესალმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი პიკნიკზე მრავალფეროვანი აქტივობებით იყო წარმოდგენილი. ნუნუ მიცკევიჩი გაეცნო რუსთაველის ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებული მოსწავლეების მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტებს, გაესაუბრა მათ ავტორებს.
შედგა ფონდის სახელმწიფო საგრანტო კონკურსების შედეგად გამოცემული წიგნების გამოფენა, გაიმართა სამეცნიერო თემატიკის ინტერაქტიული შემეცნებით - გასართობი ვიქტორინა ზეიმის სხვადასხვა ასაკის მონაწილეებისთვის, რომლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
ასევე ევროკავშირის Twinning პროექტის „ ინტერსექტორული თანამშრომლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში შექმნილი ვიდეოფილმების ჩვენება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მე-9 სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა გახლდათ გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანი, ფოკუსირებული განათლებაზე. ღონისძიების მხარდამჭერები - საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია.