შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდმა მეცნიერების რეგიონული ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

მეცნიერების რეგიონული ფესტივალის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა   ქუთაისში,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.   საგამოფენო სივრცეში  „მეცნიერების ქალაქი“   მრავალფეროვანი   საგანმანათლებლო- შემეცნებითი,  კვლევითი აქტივობები,  ექსპერიმენტები  იყო წარმოდგენილი.

რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის სტენდზე   მის მიერ ადმინისტრირებული  სახელმწიფო საგრანტო კონკურსების გამარჯვებული პროექტების შედეგად  გამოცემული  წიგნები, სამეცნიერო ლიტერატურა იყო გამოფენილი. ღონისძიების  მონაწილეებს,  სხვადასხვა  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების,  სამეცნიერო- კვლევითი  ორგანიზაციების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ ფონდის საინფორმაციო-საიმიჯო  პროდუქცია.  

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამოფენო სივრცეს ეწვივნენ  საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის  მოადგილე ზვიად გაბისონია,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე,  რომელთაც ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ფონდის აქტივობები გააცნო.