შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდმა ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 14  დეკემბერს, ფონდის დირექტორმა ჯაბა სამუშიამ სამუშაო შეხვედრა გამართა ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.  მხარეებმა განიხილეს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის განახლების საკითხი, რომლის მიზანია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

ფონდისა და ოქსფორდის  წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვენელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.