შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდმა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უმასპინძლა

21 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ და ფონდის სხვა წარომადგენლებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან -სერჰი შკარლეტთან და უკრაინის წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან. შეხვედრისას ფონდის დირექტორმა ისაუბრა საქართველოსა და უკრაინას შორის სამეცნიერო კავშირების შესახებ, უკრაინულ მხარეს გააცნო ფონდის საქმიანობა და სამომავლო გეგმები, გამოთქვა უკრაინის მეცნიერების ფონდთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ორგანიზაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ითვალისწინებს.
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფონდის დირექტორს სტუმრობისა და გულთბილი დახვედრისთვის, ქართულ მხარეს წარუდგინა ის ძირითადი მიმართულებები, რაც საქართველოსთან ახალი კავშირების საფუძველი შეიძლება გახდეს. სერჰი შკარლეტმა გამოთქვა მზაობა ფონდებს შორის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე და სამეცნიერო სფეროსთან უშუალო კონტაქტების დასამყარებლად, ფონდის დირექტორი უკრაინაში მიიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, ახლო მომავალში საქართველოს უკრაინის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლობა ეწვევა. მხარეებმა ურთიერთობების გასააქტიურებლად, ერთობლივი სამეცნიერო პლათფორმის შემუშავებასა და ევროკავშირის პროგრამების -„Erasmus +“ და „Horizon Europe” ფარგლებში ერთობლივად მონაწილეობის შესაძლებლობებს დაუჭირეს მხარი.