შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD-ის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გაიმართა

8  ივნისს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ   სამეცნიერო ფონდში   გაიმართა შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის -  DAAD-ის გენერალურ  მდივანთან,   კაი ზიქსთან, ცოდნის გაცვლისა და ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელ კრისტიან სტროუასთან  და ამავე ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან,   გებჰარდ როილთან.  შეხვედრაში   რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის მხრიდან  მონაწილეობდნენ ფონდის  გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, დირექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რუსუდან ჯობავა, ამავე სამსახურის სპეციალისტი ლევან ტლაშაძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  და DAAD -ის ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ  სასტიპენდიო პროგრამას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების  სხვადასხვა სქემების შემუშავებასა და განხორციელებაზე.