შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდში ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის პირველი ლაურეატის, პროფესორ დავით ყოლბაიას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

10 სექტემბერს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ   სამეცნიერო ფონდში, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად  სახელმწიფო კონკურსის პირველ  ლაურეატს, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორ   დავით ყოლბაიას   სპეციალური ჯილდო  გადაეცა.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2020 წელს, იმჟამინდელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა  საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ჩაატარა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამსახურდიას პრემიის პირველი მფლობელი ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი  დავით  ყოლბაია გახდა. გლობალური  პანდემიის გამო, გასულ წელს,  გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია ვერ შედგა. ამჟამად საქართველოში მყოფ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს  სპეციალური ჯილდო  და სიგელი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ გადასცა, მან კონკურსის  მიზნებზე,  საერთაშორისო მასშტაბით ქართველოლოგიის განვითარების, მხარდაჭერისა  და პოპულარიზაციის დიდ  მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის  კონკურსის  მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.  კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა  ფულადი ჯილდო 8000 ლარის ოდენობით.