შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის სამეცნიერო ფონდი ღონისძიებაზე „ევროპის დღე-2024“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა,  ფონდის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია რუსთაველის  ფონდის საქმიანობის,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი  საერთაშორისო პროექტების შესახებ. ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო  საგრანტო  კონკურსების - მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის  „ლეონარდო და ვინჩის“, „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტების მონაწილეებმა,   მათმა პედაგოგებმა  მრავალრიცხოვან დამთვალიერებელს  საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, აქტივობები გააცნეს.

 საინფორმაციო კუთხეში წარმოდგენილი იყო  სხვადასხვა სახის საინფორმაციო-საიმიჯო  ბროშურები,  გზამკვლევები. გაიმართა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამოცემული წიგნების გამოფენა, რომელიც ევროპულ ცივილიზაციას, მის კულტურულ მემკვიდრეობასა და ღირებულებებს ასახავს. ჩატარდა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა „მე და ევროპა“ -  ზეიმის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს ევროპის ისტორიისა და ცნობილი ევროპელი მეცნიერების შესახებ; ვიქტორინის გამარჯვებულებს გადაეცათ  სიმბოლური პრიზები, საჩუქრები.