რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხვედრა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს საქმიანი ვიზიტით სტუმრობდნენ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, ცერნის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, პროფესორი მანუელ თსესმელისი (Emmanuel Tsesmelis), ცერნის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, დოქტორი კრისტოფ შაფერი (Christoph Schaefer), ამავე ორგანიზაციის CMS კოლაბორაციის ქართული ჯგუფების ლიდერი, საქართველოს საკონტაქტო პირი ცერნში ზვიად წამალაიძე, CMS კოლაბორაციის ქართული ჯგუფის წევრი ირაკლი ლომიძე.
რუსთაველის ფონდისა და ცერნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლოდ ურთიერთობის გაფართოებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობას.