შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა  ქალაქ გორში გამართულ  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო ღონისძიებაში  მიიღო მონაწილეობა. ფონდის მიერ წარდგენილი მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში  გაიმართა  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა საგრანტო კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“  გამარჯვებული   მოსწავლეების  მიერ შექმნილი  ინოვაციური  გამოგონებების ინტერაქტიული   პრეზენტაცია. ასევე,  წარდგენილი იყო  მეცნიერების პოპულარიზაციის  კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტი  „ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“  -   შემეცნებით-სახალისო ცდები  „ფერადი ქიმია“,  კონკურსის  „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“  გამარჯვებული  პროექტი  „რძის ხარისხის კვლევა ნარჩენ ანტიბიოტიკებზე შიდა ქართლში“,  მოსწავლეებმა  ჩაატარეს სადემონსტრაციო  ექსპერიმენტები.  

ზეიმის მონაწილეების  აქტიური ჩართულობით გაიმართა შემეცნებით-გასართობი  ვიქტორინა მეცნიერების თემაზე, რომლის  გამარჯვებულები  სიმბოლური საჩუქრებით, პრიზებით დაჯილდოვდნენ. რუსთაველის ფონდის აქტივობებს გაეცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, მინისტრის მოადგილეები ნოდარ პაპუკაშვილი და გელა გელაძე. სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის წარმომადგენლები.