შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა საბერძნეთის ელჩს უმასპინძლა

 

 

✔20 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, ფონდის წარმომადგენლები საქართველოში საბერძნეთის ელჩს, დიმიტრიოსს კარაბალისს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია სამეცნიერო ფონდების საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ.
✔ საბერძნეთის ელჩმა უახლოეს მომავალში რუსთაველის ფონდსა და საბერძნეთის სამეცნიერო ფონდს შორის ურთიერთობის დამყარებაში მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ითვალისწინებს.
✔ფონდის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა საბერძნეთის მხარესთან ბილატერალური პროგრამის შემუშავების საკითხს, რაც შესაძლოა მოიცავდეს როგორც STEM, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების კვლევების მხარდაჭერას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამეცნიერო წყაროების შენარჩუნების მიზნით, კონსერვაცია/რესტავრაციის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე.
✔მხარეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი ტექნოლოგიური კვლევების მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებასა და განვითარებაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე, სამეცნიერო მიმართულებით ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე.