შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი - შეხვედრა სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ საბჭოთა ოკუპაციისა და ზუსტად 100 წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გატარებული პოლიტიკის ფარგლებში, ეთნიკურ უმცირესობათა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ეფექტიან განხორციელებას ისახავს მიზნად.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ლექცია „თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა. მან ახალგაზრდებს 1921 წელს განვითარებული ისტორიული მოვლენების შესახებ დეტალური სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
თავის მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა გამართეს წარმოდგენა, რომელიც საბჭოთა ოკუპაცის 100 წლისთავს ეხმიანებოდა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები საქართველოს ისტორიის შესახებ. ჩატარებულ ღონისძიებას ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.