შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საჯარო ლექცია კლიმატის ცვლილებაზე

22 სექტემბერს, მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, რუსთაველის ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრის, როჯერ ქაშმორის საჯარო შემეცნებითი ლექცია - ,,კლიმატის ცვლილება, მომავლის ენერგიის წყაროები და ამ თემაზე სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობა” Climate Change, Future Sources of Energy and the Need for Scientific Research. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევაზე, იმ საფრთხეზე, რასაც ეს შეუქცევადი პროცესი, მათ შორის, ტემპერატურის მატება უქმნის მთელ პლანეტას; განახლებადი ენერგიის წაყაროების უფრო აქტიურ გამოყენებასა და ამ პროცესში სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობაზე, იაფი განახლებადი ენერგიის გამომუშავების გზებსა და მდგრადი კლიმატის მიღწევის აუცილებლობაზე. ლექცია ინტერაქტიულად, დამსწრე აუდიტორიის აქტიური ჩართულობით წარიმართა. ღონისძიების მონაწილე მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის, საბუნებისმეტყველო მიმართულების წრეების წევრებმა, ქალაქ თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის, 53-ე საჯარო სკოლის, ევროპული სკოლისა და სხვა სკოლების მოსწავლეებმა არაერთი კითხვით მიმართეს მომხსენებელს.