შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია „Women in Science “

20 ნოემბერს, სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის ორგანიზებით 2021 წლის სამეცნიერო ფესტივალისა და ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ის პროექტ „CALIPER“-ის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ქალები მეცნიერებაში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციის STEM მიმართულებებში მოღვაწე ქალი მეცნიერები.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ პროექტ „CALIPER” ის მმართველი კომიტეტის წარმომადგენლები ნ. გაჩეჩილაძე და ი. ხომერიკი.  კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ.

თავიანთი წარმატებული სამეცნიერო კარიერის შესახებ მოხსენება წარადგინეს გარემოს ეროვნული სააგენტოს

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელინა ბაქრაძემ, ილ დე ფრანსის სამხრეთ ჰოსპიტალური ჯგუფის ინფექციური დაავადებების განყოფილების მკვლევარმა ეკატერინე ჭანკვეტაძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა ანა მგელაძემ.

კონფერენციაზე მოხსენება „ქალები ტექნოლოგიებში“ გააკეთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა ნანა დიხამინჯიამ. ღონისძიების სამუშაო სესიები წაიყვანეს პროექტ „CALIPER“- ის  გენდერული თანასწორობის გეგმის გუნდმა, რუსთაველის ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან გაბიტაშვილმა და მთავარმა სპეციალისტმა ლანა დავითულიანმა.