საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი - შავი ზღვის თანამშრომლობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციაში: ერთობლივად შეთანხმებული STI პროგრამა“
„შავი ზღვის ჰორიზონტის“ ჩარჩო პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის შემსწავლელმა საერთაშორისო ცენტრმა (International Centre for Black Sea Studies - ICBSS) წარმატებულად გაუწია ორგანიზება კონფერენციას ათენში, 2017 წლის 8 მაისს, სახელწოდებით „ევროკავშირი - შავი ზღვის თანამშრომლობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციაში: ერთობლივად შეთანხმებული STI პროგრამა“ (EU - Black Sea Cooperation in Science, Technology & Innovation: towards a jointly agreed STI programme)
ინტერაქტიული შეხვედრების მეშვეობით, 70 მონაწილეზე მეტს მიეცა შესაძლებლობა, განიხილოს და მიიღოს რეკომენდაციები ჩარჩო სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და ბირეგიონულ STI თანამშრომლობაში დარჩენილი ბარიერების აღმოსაფხვრელად. მონაწილეები წარმოდგენილნი არიან შემდეგი სფეროებიდან: STI პოლიტიკის შემუშავება, ევროკავშირისა და შავი ზღვის სახელმწიფოების პოლიტიკის გატარება და ანალიზი.
ICBSS-მა აგრეთვე უმასპინძლა „შავი ზღვის ჰორიზონტის“ პროექტის გენერალური ასამბლეის სხდომას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა პარტნიორმა. „შავი ზღვის ჰორიზონტი 2020“-ის ზაფხულის სკოლის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ჩატარდება ერევანში, 2017 წლის 10-12 ივლისს.
იხილეთ კონფერენციის პრეზენტაციები, ფოტომასალა და სხვა ინფორმაცია.https://blacksea-horizon.eu/object/news/946