შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საფრანგეთის ელჩი რუსთაველის ფონდს ესტუმრა

15 ივლისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, შეხვდა საფრანგეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს და საქართვველოში „ფრანგული ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ფონდსა და „ფრანგულ ინსტიტუტს“ შორის არსებული „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა და CNRS-თან თანამშრომლობის განახლება, რომელთანაც ფონდს აქვს თანამშრომლობის ოქმი.
საფრანგეთის ელჩმა დაინტერესება გამოთქვა ყოველწლიურ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში ფრანგული მხარის მონაწილეობის შესახებ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ქალი მეცნიერების ჩართულობას მეცნიერებაში. მან ასევე ხაზი გაუსვა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცებას და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისათვის ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის არსებობას.
შეხვედრის დასასრულს ფონდის დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საფრანგეთთან, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანასთან მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.