შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საინფორმაციო დღე ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2022 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ

 

მიმდინარე წლის 22 ივნისს რუსთაველის ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2022 წლის საგრანტო კონკურსის საინფორმაციო დღე გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში. შეხვედრის განმავლობაში ფონდის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს მონაწილეობის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს. პროგრამა წარმატებით ხორციელდება 2015 წლიდან და მასში აქტიურად არიან ჩართულები ოქსფორდის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ექსპერტები.