შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საინფორმაციო შეხვედრა გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

20 აპრილს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა დისტანციური სამუშაო შეხვედრა ფოკუსჯგუფებთან გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ, რომლის გამოცხადება იგეგმება მიმდინარე წელს. ფონდის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო კონკურსის განახლებული დებულების სამუშაო ვერსია - საკონკურსო პირობები, ძირითადი მოთხოვნები, პროექტების შეფასების ახალი სქემა, და აღნიშნა, რომ ყველა განსახორციელებელი ცვლილება მორგებულია მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების დამყარებასა და მათ გაძლიერებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალისა და კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე კვლევების გამოვლენაზე.  ღონისძიების მოდერატორი იყო რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ბეციაშვილი.

მოხსენების შემდეგ შედგა ორმხრივი დისკუსია კითხვა-პასუხისა და მოსაზრებების გაზიარების ფორმატში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დაინტერესებული  საზოგადოებისათვის, უნივერსიტეტების, სამეცნიერო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებთან კვლავ იგეგმება საკონკურსო პირობების მაქსიმალურად დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.