საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი
2018 წლის 17 ივლისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია “საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის" ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრა საქართველოსა და იტალიას შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ (Cooperation in Higher Education). შეხვედრაზე ქართული და იტალიური სახელმწიფო/კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პერსპექტივებს.
მრგვალ მაგიდას ესწრებიან : შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი და საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლების საერთაშორისო ცენტრის, ფონდი „ქართუ"- ს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
იტალიის მხრიდან კი, სამუშაო შეხვედრას ესწრებიან: იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (СNR) პრეზიდენტი, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ფონდების წარმომადგენლები.