საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე ფონდის თანამშრომლებს შეხვდა
20 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე ფონდის თანამშრომლებს შეხვდა. ფონდის ადმინისტრაციის ერთეულის ხელმძღვანელებმა ბატონ ალექსანდრეს წარუდგინეს პრეზენტაციები ფონდის საქმიანობის შესახებ, გაუზიარეს არსებული პრობლემები და სამოქმედო გეგმა.