შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“

(სამეცნიერო სფეროები: სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება; წყლის რესურსები და მათი ეფექტური მართვა; გამოყენებითი ქიმია და მაღალტექნოლოგიური მასალები (smart materials)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: „ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“ - Black Sea Horizon.” პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ მონაწილეობის თვალსაზრისით (შერჩეული სამეცნიერო სფეროები: სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება, წყლის რესურსები და მათი ეფექტური მართვა, გამოყენებითი ქიმია და მაღალტექნოლოგიური მასალები (smart materials).

მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა (პირველ რიგში, ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება.

შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bakradze@rustaveli.org.ge

 წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc).
  • ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის დასკანერებული ვერსია;

დოკუმენტების ელ. ფოსტით წარმდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ივლისი, 16:00 სთ.

ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს განაცხადების რანჟირებულ სიას. აღნიშნული სია და შეფასებები გაეგზავნება Black Sea Horizon-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერ ორგანიზაციას, რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებში“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ევროს. წინამდებარე საგრანტო სქემის წესების შესაბამისად, დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროსა და ვიზის ხარჯი. მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროს  და ვიზის ხარჯი პირველ ეტაპზე უნდა გაიღოს გრანტის მიმღებმა ან მისმა ორგანიზაციამ. ამასთან, გაწეული ხარჯი ანაზღაურდება RCISD-ს მიერ, მივლინებული  პირის ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ (ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით).

დეტალური ინფორმაცია საგრანტო სქემისა და შესაბამისი დოკუმენტაციის  შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://blacksea-horizon.eu/object/call/522

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთოებებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარ სპეცლიასტს, ნიკოლოზ ბაქრაძეს

(ტელ.:2 200 220; ელ. ფოსტა: bakradze@rustaveli.org.ge)