შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს შემსწავლელი პროგრამის პირველი კონფერენცია ოქსფორდში

7 თებერვალს, ოქსფორდში გაიმართა საქართველოს შემსწავლელი პროგრამის პირველი კონფერენცია. 

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიგა ზედანია. კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში 2015 წლის 23 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმების საფუძველზეც საქართველოდან ყოველწლიურად 3 მკვლევარი დაფინანსდება. საქართვლოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრების დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.