შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“

2017 წლის 3 მაისს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“ დასკვნითი შეხვედრა.  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ლიანა ქართველიშვილი.

სააგენტოს სპეციალისტებმა სამშენებლო-კლიმატურ ნორმებზე ისაუბრეს და პროექტის შედეგები განიხილეს. პროექტი სამშენებლო-კლიმატური ნორმების დადგენა-განახლებას ისახავს მიზნად, რის შედეგადაც მიღწეული იქნება ურბანული განვითარების სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.