შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საკონსულტაციო შეხვედრა ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, 15:00 საათზე, პლატფორმა zoom-ის საშუალებით გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსით დაინტერესებულ პირებთან.

საკონსულტაციო შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს ინფორმაცია კონკურსის, მისი მიზნებისა და ძირითადი მოთხოვნების შესახებ. აღინიშნა, რომ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება  3 ტიპის გამოყენებითი კვლევები:  კონცეფციის დამტკიცება - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში გამოცდის გზით; პილოტირება - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის ვალიდაცია რეალურ/ინდუსტრიულ გარემოში გამოცდის/ტესტირების გზით; დანერგვითი კვლევა - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო/ინდუსტრიულ გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად. დაინტერესებულ პირებს ასევე გააცნეს ინფორმაცია  კონკურსის  სარეგისტრაციო პირობებისა  და პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ფონდის წარმომადგენლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. 

კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი შემდეგი საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება მიმდინარე წლის  25 აგვისტოსა და  9 სექტემბერს  15:00 საათზე (კონსულტაციების ბმული ხელმისაწვდომი იქნება კონსულტაციამდე 2 დღით ადრე).