შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა“

 

8 ოქტომბერს , შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა’’ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა წარმოადგენს სამეგრელოს სოფლების ისტორიულ-ეთნოლოგიურ გამოკვლევას ძველი და ახალი ტრადიციების ჭრილში.

ძველი და ახალი ცხოვრების წესის და ტრადიციების შესწავლის მიმართულებით ჩვენს მიერ საპროექტო წინადადების ფარგლებში სამეგრელოს თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩა თითო-თითო დიდი ტერიტორიული დასახლებებები-სოფლის თემები ცალკეული ზონალური და ეთნოგრაფიული თავისებურებების პრინციპით,  რომელიც ჩვენს მიერ შესწავლილია უშუალოდ ველზე მოპოვებული ახალი ეთნოგრაფიული მასალების, საისტორიო წერილობით წყაროებში არსებული ცნობებისა და საარქივო მასალების საფუძველზე.

კვლევის მთავარი ამოცანაა ერთ მთლიანობაში წარმოგვედგინა სამეგრელოს ისტორია და ეთნოლოგია  უძველესი დროიდან დღემდე.  საკითხს საფუძვლად უდევს სამეგრელოს ისტორიის ძირითადი ასპექტების ჩვენება, ეთნოლოგიური თვალსაზრისით სოფლის როგორც ძველი ტრადიციული ყოფისა და კულტურის კომპლექსური შესწავლა, ასევე ახალი ყოფის ელემენტების და თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების წარმოჩენა და მათი შედარებითი ანალიზი.