შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო კონფერენცია რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში

6 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმ. ილია მართლის სხდომათა დარბაზში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსებული საგრანტო პროექტის - ,,მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ - ეთნოლოგიური ნარკვევის”  ფარგლებში, ისტორიის დოქტორის გელა ქისტაურის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა  საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფისა და სიძველეების კვლევას. კონფერენცია გახსნა  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ,  პროფესორმა  სერგო ვარდოსანიძემ. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევართა ცენტრის წარმომადგენლები.