შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო-პოპულარული ლექციები მოსწავლეებისთვის

24-30 ნოემბერს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, პროექტის - ,,მეცნიერება კაპიტანია’’ - ფარგლებში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ციკლი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უფროსკლასელებისთვის.

ლექციებს უძღვებოდნენ რუსთაველის ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის(DAAD) ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსისა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსების გამარჯვებულები.

აქტივობაში ჩართულმა მკვლევრებმა უფროსკლასელებისათვის წაიკითხეს თავიანთი სამეცნიერო მიმართულების თემატიკის სამეცნიერო-პოპულარული ლექციები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელთა კურსდამთავრებულებიც თავად  არიან.    აქტივობის ფარგლებში  28 სამეცნიერო-პოპულარული  ლექცია ჩატარდა.