სამუშაო შეხვედრა Clarivate Analytics-ის წარმომადგენელთან
9 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის(SRNSFG) გენერალური დირექტორის მოადგილე, ჯაბა სამუშია შეხვდა საერთაშორისო ელექტრონული გამომცემლობის Clarivate Analytics საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელს, ვალენტინ ბოგოროვს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა დეტალი.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ელექტრონული გამომცემლობა Clarivate Analytics-სა და ფონდს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე 14 ინსტიტუციისგან შემდგარი კონსორციუმისთვის (კონსორციუმში შედიან სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) Clarivate Analytics-ის ბაზებზე (Web of Science-სა და Derwent Innovation) წვდომა განხორციელდა.