შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამუშაო შეხვედრა შოთა რუსთაველის ფონდისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებს შორის

25 აპრილს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ  და დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს  საქართველოში სლოვაკეთის საქმეთა დროებით რწმუნებულთან,  პაველ ვიზდალთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში  რევაზ გაჩეჩილაძესთან. შეხვედრაზე  განიხილეს   ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები და მომავალში საქართველოსა და სლოვაკეთის სამეცნიერო ფონდებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხები.  სლოვაკეთის მხარე დაინტერესდა ქვეყანაში განათლებასა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმებით. სტუმარმრებმა გამოხატეს მზადყოფნა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  სლოვაკეთის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.