შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველო 2020 წელს ღონისძიებას „ევროპელ მკვლევართა ღამე“ შეუერთდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain”, რომელმაც მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ გაიმარჯვა, სადაც 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.

  • ღონისძიება წარმოაჩენს კვლევის მრავალფეროვნებას და ხაზს უსვამს მეცნიერების კავშირს ყოველდღიურ ცხოვრებასთან;
  • ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით;

„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

მეცნიერების სისტემის განვითარება და სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან სწორედ მასში ისახება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტიანობის ზრდის პოტენციალი.