შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა!

 

2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირთან მიმავალ გზაზე წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. დღევანდელი დღის წარმატება უპირველეს ყოვლისა საქართველოს მთავრობის მუხლჩაუხრელი შრომის და სწორი, თანმიმდევრული სტრატეგიის შედეგია და რათქმაუნდა ეს ისტორიული გადაწყვეტილება ასევე მთელი ქართველი ერის დამსახურებაა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამ მნიშვნელოვან მიღწევას ულოცავს სრულიად საქართველოს.

განსაკუთრებით ვულოცავთ ქართველ მეცნიერებს, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას.