შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და სამეცნიერო კონფერენცია.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა სსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

პრეზენტაციაზე  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიმ საზოგადოებას გააცნო  ფონდის მიერ დაწესებული, ზვიად გამსახურდიას სახელობითი პრემიის შესახებ, რომელიც გადაეცემა ქართველოლოგიის დარგში  უცხოეთში მოღვაწე  მეცნიერებს.

პრეზიდენტ ზვიად  გამსახურდიას ღვაწლზე ისაუბრა  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა , სსუ-ს პროფესორმა  თეიმურაზ გვანცელაძემ.  

მამის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობის შესახებ სიტყვით გამოვიდა  საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი - კონსტანტინე გამსახურდია.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები.

სამეცნიერო მოხსენებებს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ  კითხულობდნენ,  სსუ-ს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და მოწეული სტუმრები.