შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ინფორმატიკის (IOI 2022)  34-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს  ინდონეზიაში გაიმართა.

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ქეთევან ციმაკურიძე –  სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე  საჯარო სკოლის მოსწავლე; ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს   დავით მემარნიშვილმა  და  ლუკა მოსიაშვილმა – სსიპ  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

ნაკრები გუნდის ლიდერია გიორგი მანდარია,  გუნდის თანალიდერი – ზაზა გამეზარდაშვილი, გუნდის ასისტენტი კი – ვახტანგ შეკიშვილი.

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით.  მათი მიზანია აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ხოლო ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.