საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვაში გამართულ ბიოლოგიის 37-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IBO 2026) წარმატებით იასპარეზა.
ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ ტყებუჩავამ.
ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია ეკა ხურციძე, თანალიდერი – ირინა მოდებაძე, ხოლო ასისტენტები არიან ეკატერინე მითაიშვილი და ნანა ბარნაველი.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.